დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში შეხვდებიან ერთმანეთს

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში შეხვდებიან ერთმანეთს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში შეხვდებიან ერთმანეთს.
„პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, შეეცადოს დაასრულოს ეს ომი და შეაჩეროს მკვლელობები. როგორც პრეზიდენტი არაერთხელ აცხადებდა, ის ყოველთვის უპირატესობას მიანიჭებს მშვიდობასა და პარტნიორობას, როცა ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკის შტატში გაიმართება.
ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში