მედია: ბიზ­ნეს­მე­ნი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე ნა­ტა­ნებ­ში ტუ­რის­ტულ კომ­პლექსს თით­ქმის 20 ჰექ­ტარ­ზე აშე­ნებს

ბიზ­ნეს­მე­ნი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე ნა­ტა­ნებ­ში ტუ­რის­ტულ კომ­პლექსს თით­ქმის 20 ჰექ­ტარ­ზე აშე­ნებს. შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა სივ­რცი­თი და ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ უკვე გას­ცა.

რო­გორც შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, სა­უ­ბა­რია, ურე­კი-შეკ­ვე­თი­ლის (ნა­ტა­ნე­ბი) სა­რეკ­რე­ა­ციო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე: 47 468 კვ.მ. 32 169 კვ.მ. 56 992 კვ.მ.-სა და 54 451 კვ.მ ფარ­თებ­ზე. ჯამ­ში, კომ­პლექ­სი 191 080 კვ.მ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა და ის 5 ფა­ზად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტის თან­დარ­თულ დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ტუ­რის­ტულ კომ­პლექსს შპს “ვი არ შეკ­ვე­თი­ლი რე­სორტ” აშე­ნებს, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს ეკუთ­ვნის. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას ფლობს შპს „ვი არ ლისი“, რომ­ლის 100%-იანი წილი სწო­რედ ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს ეკუთ­ვნის.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გეგ­მის მი­ზა­ნია და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ “მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტის მიმ­დე­ბა­რედ ვხვდე­ბით ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებს, რო­გო­რი­ცაა სას­ტუმ­რო “პა­რაგ­რა­ფი” და “ბლექ სი არე­ნა”. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა