საბა ბრაჭველი: დღეს ანატოლის, ვინც აუცილებელი მოგერიების უზენაესი უფლებით სარგებლობდა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პოლიციელი კი დაზარალებულად ცნეს

იურისტი საბა ბრაჭველი ანატოლი გიგაურის სიტყვას აქვეყნებს:
“ღამეებს ვათენებდი, ვვარჯიშობდი, ვშრომობდი, ვიბრძოდი იმისთვის, რომ დავმდგარიყავი კვარცხლბეკზე და ამეწია საქართველოს დროშა და მომესმინა საქართველოს ჰიმნი. შემდეგ გავხდი სპორტის პედაგოგი და ვასწავლიდი 100 ბავშვს. ისე აღვზარდე ისინი არავის უყაჩაღია და მოუპარია… გარკვეული უსამართლობის გამო დავტოვე პედაგოგიური სამსახური და შევედი შეიარაღებულ ძალებში. ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით მივაღწიე იმდენს, ყველაზე ურთულესს, თუ რამე არსებობს ამიერკავკასიაში, გავიარე ყველაზე დიდი შერჩევა და გავხდი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების წევრი. ღირსება, ერთგულება, თავდადება – ეს არის ჩემი მიზანი, ვემსახურო ჩემს ქვეყანას ღირსებით, ერთგულებით, თავდადებით..
ტყვიაზე წასვლაც კი, მარტო ტყვიაზე წასვლა კი არა, 300 ვითომ თანამებრძოლი დამიპირისპირდა კიდევაც, რომ 2008-ში იარაღი დამეგდო. დავურეკე და ვუთხარი პაპაჩემს – ყველამ იარაღი დააგდო და მე ვერ შევძელი მეთქი, მერე ეგ მინდოდაო? – მე ტელეფონი გავთიშე. მე მინდოდა, ჩემს ღირსებას უნდოდა ეს.
მე ვარ ციხეში უსამართლოდ. იცით, როგორი შეურაცხყოფილი ვარ? მაგრამ ამას ვიტან ღირსებით. პაპაჩემმა მითხრა სამართალი ურმით დადის და შენს სახლთანაც გაჩერდებაო.
პროკურორი არის წვეთი ვედროში, მე ვარ ნიავი, რომელიც ამ წვეთს ამოაშრობს.
მე თუ ასე მექცევიან, თქვენ წარმოგიდგენიათ გლეხი, რომელმაც ყველის ამოყვანა იცის საუკეთესოდ და პროდუქტის წარმოება იცის საუკეთესოდ, მათ რას უზამენ? მე მინდა, რომ ყველა ღირსეულად ცხოვრობდეს.”
– ამბობს ანატოლი გიგაური, რომელსაც აქციაზე პოლიციელმა აგინა და მუშტი გაარტყა, როცა ის ქალს (როგორც შემდეგ აღმოჩნდა – ასევე პოლიციელს) ესაუბრებოდა. როცა პოლიციელმა კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი, ანატოლიმ მას თავდასაცავად სილა გაარტყა. პოლიციელმა, 4 საათის შემდეგ, “ძლიერი ტკივილის გამო”, სასწრაფო გამოიძახა. დღეს ანატოლის, ვინც აუცილებელი მოგერიების უზენაესი უფლებით სარგებლობდა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პოლიციელი კი დაზარალებულად ცნეს.
პოლიციის მუნდირი საღორის წინ გაფენილ ფეხსაწმენდ ხალიჩად იქცა. ყველა ძაღლი და ღორი ზედ კოტრიალობს, აბინძურებს და აქოთებს, წესიერ ადამიანებს კი მისი ხსენებაც კი გულისრევის შეგრძნებას უჩენს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნეიტრალური საქართველო“ – ქართველმა ხალხმა პლებისციტზე უნდა უპასუხოს კითხვას: ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!

უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები