ოპოზიცია: ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე კალაძის ნათელმირონი 51 კორპუსის აშენებას გეგმავს

ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე კახა კალაძის ახლობელი, ილია წულაია 51 კორპუსის აშენებას აპირებს – ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო კომპანია “არქი” აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების, რესტორნებისა და ბარების მშენებლობას გეგმავს.

ადგილობრივი მოსახლეობა 15 და 30-სართულიანი შენობების ჩადგმას აპროტესტებს და ამბობენ, რომ ეს უბანს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს. მოქალაქეების თქმით, უკეთესი იქნება თუ ქალაქში მეტი რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

კორუფციის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მშენებლობების ნებართვების გაცემა არაკონკურენტულ გარემოში ხდება და ამაში ს ადანაშაულებენ.

კალაძის განცხადებით, ის არანაირ კავშირში არაა აღნიშნულთან და კორუფციას ადგილი არ აქვს.

კალაძის თქმითვე, ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია ნინო წილოსანს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ილია წულაიამ შეიძინა.

აღნიშნული ტერიტორია იყო საკუთრება ბატონი წილოსანის, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეათანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა და დამტკიცებული იქნა საკრებულოში, წარმოდგენილი იყო კონკრეტული არეალის განვითარება. შემდეგ ხდება, რომ კომპანიამ, რომელზეც თქვენ საუბრობთ, შეიძინა აღნიშნული ტერიტორია და ის განაშენიანების რეგულირების გეგმა და პროექტი, რომელიც იყო დამტკიცებული, ახორციელებს მის განვითარებას. 

რა არის ამაში ცუდი და სად ნახეთ კორუფცია? არ არსებობს ასეთი, ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა. იმის გამო, რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ჩემი ბავშვის ნათლიაა, უნდა დაანებოს თავის საქმიანობას თავი და თავის ბიზნეს თავი? ვინმემ ისარგებლა იმით, რომ ჩემი მეგობარია, ჩემი ბავშვის ნათლიაა, ოჯახის ახლობელია? მომიტანეთ ერთი ფაქტი, ვინ ისარგებლა ამით,” – განაცხადა კახა კალაძემ. 

წყარო