დონალდ ტუსკი – უკრაინელების ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობის გაღვივება პუტინის სცენარია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავასა და კიევის ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს.
პოლონეთის პრემიერის თქმით, ახლა უკრაინაში მიმდინარე ომში გადამწყვეტი მომენტი ახლოვდება, ამიტომ „ ყველაფერს აკეთებს კიევისა და ვარშავის დაპირისპირებისთვის“.
„უკრაინელების ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობის გაღვივება პუტინის სცენარია, რომელიც ორგანიზებულია უცხოელი აგენტებისა და ადგილობრივი იდიოტების მიერ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი იძიებს ინციდენტს, რომელიც ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ძეგლთან არის დაკავშირებული. ძეგლზე წითელ-შავი დროშა (უკრაინის მეამბოხეთა არმიის დროშა) იყო დახატული და გამოსახული იყო წარწერა: „დიდება უკრაინის მეამბოხეების არმიას“. ასევე, ცოტა ხნის წინ პოლონეთში სკანდალი მოყვა უკრაინის მოქალაქის ქმედებას, რომელმაც წითელ-შავი დროშა ბელარუსი რეპერის, მაქს კორჟის კონცერტზე მიიტანა. გუშინ კი პოლონეთში უკრაინელი ქალი ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ამანათის გაგზავნაში დაადანაშაულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს