დიდი ბრიტანეთის მთავრობა – კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა სთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით

კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა სთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.
„მათ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, მკვლელობების შესაჩერებლად და ს აგრესიული ომის დასასრულებლად მიმდინარე ძალისხმევა განიხილეს. ისინი მიესალმნენ მშვიდობის მიღწევის მიზნით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და შეთანხმდნენ, რომ მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით“, – ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებმა, კირ სტარმერმა და მარკ კარნიმ აღნიშნეს, რომ უკრაინის მომავალი თავისუფალი და სუვერენული უნდა იყოს.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს