– ევროკავშირის ლიდერებმა, -ს პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტი უნდა ჩაატარონ

ევროკავშირის ლიდერებმა, ს პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტი უნდა ჩაატარონ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, X-ზე წერს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განმარტა თუ რატომ არ მოაწერა ხელი სთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.
„იქამდე, სანამ ლიბერალურ-მეინსტრიმული მომღერალთა გუნდი თავიანთი საყვარელი „პუტინის მარიონეტის“ მელოდიის უახლესი ვერსიის შესრულებას დაიწყებს, გადავწყვიტე ავხსნა, თუ რატომ არ დავუჭირე მხარი ამ განცხადებას უნგრეთის სახელით. ეს განცხადება ცდილობს დააწესოს პირობები იმ შეხვედრისთვის, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები მიწვეულები არც კი არიან“, – წერს ვიქტორ ორბანი.
მისი თქმით, „ის ფაქტი, რომ ევროკავშირი პროცესს გარეთ დარჩა, უკვე თავისთავად სამწუხაროა“.
„ერთადერთი, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს, არის ის, თუ მითითებების გაცემას სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებთ. ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, ევროკავშირის ლიდერების მიერ, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტის ჩატარებაა. მოდით, მშვიდობას შანსი მივცეთ!“ – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს