GCCA: „ვოლტ ჯორჯიამ“ ინფორმაციის მიწოდება 1 თვის ვადაში გამჭვირვალე და კანონთან შესაბამისი უნდა გახადოს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საკურიერო მომსახურების სექტორში მოქმედ შპს „ვოლტ ჯორჯიასთან“ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
სააგენტოს ინფორმაციით, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება სავაჭრო პოლიტიკის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად „ვოლტ ჯორჯიას“ დაევალა: