Jetour T2 i-DM — ახალი ჰიბრიდული ყველგანმავალი უკვე საქართველოშია!

Jetour Georgia ახალ ავტომობილს, T2 i-DM-ს წარმოგიდგენთ. ეს არის ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიმძლავრით, გამავლობითა და საწვავის ეკონომიური მოხმარებით.
მოდელი აღჭურვილია i-DM სუპერ ჰიბრიდული სისტემით, რომელიც შედგება 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავისა და ორი ელექტროძრავისგან. ამ სისტემის ჯამური სიმძლავრეა 375 ცხენის ძალა, ხოლო მაქსიმალური ბრუნვის მომენტი — 610 ნიუტონ-მეტრი. ეს უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიურ წვას, რომელიც მხოლოდ 5.4 ლიტრია 100 კილომეტრზე.
ავტომობილის კონსტრუქციის 80% მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან არის დამზადებული, რაც მის გამძლეობასა და უსაფრთხოებას საგრძნობლად ზრდის. მოდელს გამოარჩევს 64 დიუმიანი პანორამული სახურავი და მატრიცული ტიპის წინა ფარები, რომლებიც ეფექტურად ანათებენ გზას სიბნელეში.
Jetour T2 i-DM-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი დიდი სვლის მარაგია. კომბინირებულ რეჟიმში ავტომობილს ერთი სრული დამუხტვითა და ავზით 1000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია. მხოლოდ ელექტროენერგიით სვლის მარაგი კი 139 კილომეტრია. ეს მძღოლს საშუალებას აძლევს, იმოგზაუროს შორ მანძილზე საწვავის ხშირი შევსების გარეშე.
ავტომობილის სალონში გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები, მათ შორის, ზამშის სავარძლები. ინტერიერს პრაქტიკულობას 50-ზე მეტი სათავსო და მეორე რიგის სრულად დასაკეცი სავარძლები მატებს, რომლებიც ბრტყელ, საძილე ზედაპირებად გარდაიქმნება. T2 i-DM-ში ინტეგრირებულია Snapdragon 8155-ის სმარტ ჩიპი და 15.6-დუიმიანი ცენტრალური ეკრანი, რომელიც ბრძანებებზე სწრაფად რეაგირებს. უსაფრთხოების სისტემებიდან აღსანიშნავია შეჯახების საშიშროებისას ავტომატური დამუხრუჭება (AEB) და ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა (BSD).
Jetour Georgia-ში T2 i-DM ხელმისაწვდომ ფასად, 37 000 $ შეიძენთ. ამასთან, თქვენ, როგორც უახლესი ავტომობილის მფლობელი, მწარმოებლის ოფიციალური ქარხნული გარანტიით ისარგებლებთ, რომელიც ჰიბრიდულ სისტემაზე 6 წელს ან 190 000 კმ-ს მოიცავს, ხოლო სხვა ძირითად აგრეგატრბზე 5 წელს ან 150 000 კმ-ს.
Jetour T2 i-DM-ის დეტალურად გასაცნობად და მის შესაძლებლობებში დასარწმუნებლად, დაჯავშნეთ ტესტ დრაივი დღესვე. ეწვიეთ Jetour Georgia-ს შოურუმს მისამართზე: თბილისი, ბელიაშვილის N49.