კახა კალაძე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე – რეგიონში დღეს, ისე როგორც არასდროს, უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას თაობზე ხელმოწერას გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმ ფონზე, რომ მსოფლიოში უმძიმესი სიტუაციაა, რეგიონისთვის მშვიდობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ მივესალმებით შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად და ჩვენი მხრიდან არაერთი შეთავაზება გაკეთდა. რეგიონში დღეს, ისე როგორც არასდროს უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას. ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად მსოფლიოში, უმძიმესი სიტუაციაა და, შესაბამისად, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა და ეკონომიკური აღმავლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით