რუსეთმა „საერთაშორისო ძებნილად“ გამოაცხადა მწერალი დმიტრი ბიკოვი

ინფორმაცია „საერთაშორისო ძებნის“ შესახებ, დღეს 12 აგვისტოს გაავრცელეს ს სახელმწიფო სააგენტოებმა „ტასმა“ და „რია ნოვოსტიმ“. მანამდე დმიტრი ბიკოვს, რომელიც -ში ცხოვრობს, რუსეთში „ფედერალურ“ დონეზე ეძებდნენ.
8 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მწერალს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ბიკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“.
57 წლის დმიტრი ბიკოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალია. პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ბიკოვი რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრიც იყო.
დმიტრი ბიკოვმა ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრა საჯაროდ დაგმო, რის შემდეგაც რუსული გამომცემლობებისა და მაღაზიების ნაწილმა უარი თქვა ბიკოვის წიგნების გაყიდვაზე.
დმიტრი ბიკოვი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს აშშ-ში, სადაც კორნელის უნივერსიტეტში ასწავლის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა