აფეთქება ფრენის დროს – Alaska Airlines-ის რეისმა ავარიული დაშვება განახორციელა (ფოტო)

Alaska Airlines-ის რე­ის­მა ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მას შემ­დეგ, რაც ფრე­ნის დროს ფან­ჯა­რა აფეთ­ქდა.ონ­ტა­რიო, კა­ლი­ფორ­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი თვითმფრი­ნა­ვი პორტლენ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან პა­რას­კევს, სა­ღა­მოს 4:52 წუთ­ზე გაფ­რინ­და და მხო­ლოდ 35 წუ­თის შემ­დეგ და­ეშ­ვა. თვითმფრი­ნავ­ში 171 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.

თვითმფრი­ნა­ვის დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სა­ხან­ძრო ბრი­გა­დამ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ერთი მგზავ­რი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. Boeing 737-9 Max-მა ფრე­ნი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2023 წლის 25 ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ი­ღო. ამ დრო­ის­თვის, Alaska Airlines-მა ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვი შე­მოწ­მე­ბა­ზე გა­იყ­ვა­ნა.

”თი­თო­ე­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვი დაბ­რუნ­დე­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მხო­ლოდ სრუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ“ – გა­ნა­ცხა­და Alaska Airlines-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ბენ მი­ნი­კუ­ჩიმ და და­ა­მა­ტა – “გული მწყდე­ბა მათ­ზე, ვინც ამ რე­ის­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და – ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ იმის გამო, რაც გა­ნი­ცა­დეთ. მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს პი­ლო­ტებ­სა და ბორტგამ­ცი­ლებ­ლებს“..წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება