ანატოლი გიგაური: მოიყვანეს ჩემი მწამებელი – ვითომ დაზარალებული კაცი, რომელმაც ბორკილებდადებულს ტვინის შერყევა დამმართა და მუშტები თავში მირტყა

„მინდა, მთავარ სიტყვად გამოვიყენო ზუსტად ის გარემოება, თუ ვინ მოგვიყვანა ბატონმა პროკურორმა მოწმედ. დავიწყებ პირველი პოლიციელით ადამიანი, რომელსაც ვეუბნებოდი, რომ ჩემი უფლებები ირღვეოდა, თავად რას აკეთებდა? მისი პასუხი იყო, რომ ეს მისი საქმე არ იყო და ადამიანის უფლებების დარღვევა მათ არ ეხებოდათ.
მეორე პოლიციელი მოიყვანა, რომელმაც თქვა, რომ ჩემთან შეხება არ ჰქონია, რაც ტყუილია კადრები არსებობს. მესამე პოლიციელმაც იგივე თქვა. ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება.
შემდეგ მოიყვანა გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ თითქოს დუმილის უფლება გამოვიყენე, მაგრამ მერე შეცვალა ჩვენება. კიდევ ერთი გამომძიებელიც მოიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ კადრში, სადაც პოლიციელი მე მირტყამს, არაფერი დაუნახავს.
შემდეგ მოიყვანეს ჩემი მწამებელი — ვითომ დაზარალებული კაცი, რომელმაც ბორკილებდადებულს ტვინის შერყევა დამმართა და მუშტები თავში მირტყა. ამის მერე უნდა ახსენოთ სიტყვა „სამართალი“ და ის არის დაზარალებული?! მე დამესხა თავს, მე მაწამეს, 9 თვეა ციხეში ვარ, და ახლა მე უნდა მესმოდეს თქვენი ლაპარაკი სამართალზე?
მე გაჩვენეთ კადრები, სადაც გაბუნია მირტყამს სახეში, რა დროსაც მე ვაკავებ მას იდენტიფიკაციის მიზნით. გამოვიხედე — ტელევიზიის წინ მომყავდა — ისევ იგინება და დარტყმას ცდილობს. მეც მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და არ ავყევი.
რატომ მაჩერებთ ციხეში? ვიბრძოლებ ციხეშიც. ჩემმა მეგობრებმა მაჩვენეს, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, და ახლა როგორც შემეძლება, ისე გავაგრძელებ ბრძოლას. ახლა თქვენ ხართ სათავეში. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? აღდგეს სამართლიანობა და დაისაჯოს მოძალადე. რაც გინდათ, ის ქენით — თქვენგან კარგს არაფერს ველოდები“ — ანატოლი გიგაურის სიტყვა სასამართლო სხდომაზე
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ასევე დაგაინტერესებთ

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს – ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს