ისრაელის არმიამ გაანადგურა ჰამასის „სამხედრო სტრუქტურა“ ღაზის ჩრდილოეთში

ისრაელის არმიის წარმომადგენლის თანახმად, მან დაასრულა -ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ჰამასის „სამხედრო სტრუქტურის“ ლიკვიდაცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამ არეალში გაანადგურა 8 ათასი შეიარაღებული მებრძოლი.
ამავე წყაროს თანახმად, როგორც Reuters-ი იტყობინება, სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს ასევე ათეულ ათასობით ერთეული იარაღისა და მილიონობით დოკუმენტი, განაცხადა კონტრ-ადმიტრალმა, დანიელ ხაგარიმ ონლაინ ბრიფინგზე 6 იანვარს.
„ახლა ჰამასის განადგურება გვაქვს მიზნად დასახული ღაზის სექტორის სამხრეთსა და ცენტრში“ – თქვა მან.
პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობით, ს თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში.
შვიდი პალესტინელი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა და ათობით დაიჭრა 6 იანვარს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში მდებარე სახლზე, რომელიც ალ-ნაბრის ოჯახს ეკუთვნის, განაცხადეს პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად