პიტერ სიიარტო – ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟისთვის

ამ კვირაში ყველას ყურადღება ალასკისკენაა მიპყრობილი, რადგან ამერიკისა და ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, გადამწყვეტი ნაბიჯი იყოს ში ომის დასრულებისკენ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, სამიტის წინ არსებულ პოლიტიკურ გარემოებებზე ს ვიცე-პრემიერთან, დენის მანტუროვთან ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე უნგრეთის პოზიცია: ომი არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. ამერიკულ-რუსული შეთანხმება მშვიდობის საუკეთესო შანსს იძლევა. სწორედ ამიტომ მიესალმება უნგრეთი ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრას“, – წერს სიიარტო.
მისი მტკიცებით, ომის მომხრე პოლიტიკოსები ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟის მიზნით.
„სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟის მიზნით. უნგრეთს სურს, რომ სამიტი წარმატებული იყოს, უზრუნველყოფს ყველა საჭირო მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს მისი დაბლოკვის ან საბოტაჟის მცდელობები“, – წერს პიტერ სიიარტო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს