რუსეთში დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, კიდევ ერთ ქარხანაზე, ამჯერად – სტავროპოლში

12 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ს ქალაქ სტავროპოლში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებს.
ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე ღამის ოთხი საათისთვის წერდა, რომ კვამლი დაფიქსირებულია სტავროპოლის კულაკოვის გამზირზე, სადაც ქიმიური მრეწველობის ქარხანა „მონოკრისტალი“ მდებარეობს.
გამთენიისას ASTRA-მ შესაბამის ფოტოსთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია.
დილის შვიდი საათის მდგომარეობით, ადგილობრივ ხელისუფლებას „მონოკრისტალზე“ დრონებით შეტევისა და ხანძრის შესახებ არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ ს ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს