TV პირველის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TV პირველის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ჟურნალისტ საბა სიჭინავასა და მის ოპერატორის, რომელსაც მუშაობის საშუალება არ მისცა და სამუშაო ტექნიკის დაზიანება სცადა ერთ-ერთი კერძო კომპანიის თანამშრომელმა.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
TV პირველის სიუჟეტი იმ 18-მეტრიან ავტობუსებს ეხება, რომლებმაც თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში იანვრის ბოლოდან უნდა იმოძრაონ. როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, ავტობუსები ახლა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ კერძო ავტოსადგომზეა გაჩერებულ. კადრებში ჩანს, ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ავტოსადგომის დაცვის თანამშრომელი აგრესიულად შეხვდა და ტექნიკის დაზიანება სცადა. კერძო ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტმა, როგორც თავად ამბობს, ავტობუსების გარე პერიმეტრიდან გადაღება სცადა. ამის შემდეგ ავტოსადგომის თანამშრომელმა მათ კამერის გათიშვისკენ აგრესიულად მოუწოდა, ტექნიკის წართმევა სცადა და მისი დაზიანებით დაემუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ