სერგეი შოიგუს ბიზნესის მსხვილი აქციონერი მიხაილ კენინი გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზი უცნობია

რუსეთში 57 წლის ასაკში, უმსხვილესი სამშენებლო კომპანია სამოლიოტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი მიხაილ კენინი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი უცნობია.

კენინი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი და აქციის 29.1%-ის (ყველაზე მსხვილი აქციონერი) მფლობელი იყო.

2012 წელს დაფუძნებული კომპანია აგვისტოს დასაწყისში რუსეთში მშენებარე საცხოვრებელი ფართის მოცულობით პირველ ადგილს იკავებდა. სტატისტიკის მიხედვით, სამოლიოტი რუსეთში მიმდინარე ყველა მშენებლობის 4% აკონტროლებს.

რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია სამოლიოტის უკან სერგეი შოიგუს კლანი იდგა.

2024 წელს, გამოცემა Forbes-ის წერდა, კენინი საკუთარი წილის გაყიდვას ცდილობდა. ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა უარყვეს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი