წყალდიდობა, ყინვა, დიდთოვლობა – ევროპაში უამინდობამ პრობლემები შექმნა

თოვლიანი ამინდი და ძლიერი წვიმა მე-6 დღეა კვლავ პრობლემებს ქმნის ევროპაში. დანიაში, თოვლი და წვიმა ყინვამ ჩაანაცვლა. უამინდობის გამო, პრობლემებია გზებზე, რთულდება მარილის დაყრაც. პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ქუჩებში მანქანით გადაადგილებისგან.
რეკორდულად დაბალი, – 48 გრადუსამდე ყინვა ფიქსირდება ფინეთში. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი ტემპერატურაა – 43.6 გრადუსია შვედეთშიც, სადაც უამინდობის გამო, ზოგიერთ რაიონში შეჩერებულია მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა, დაკეტილია სკოლებიც.

დასავლეთ ევროპაში ძლიერდება წყალდიდობა. აღმოსავლეთ ინგლისში, შტორმის შედეგად 1000-მდე სახლი დაზიანდა. ადიდებულმა მდინარეებმა კემბრიჯში გზები და დაბლობები დატბორა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გარემოს დაცვის სააგენტოის ინფორმაციით, წყალდიდობისგან გამოწვეული პრობლემების გამკლავებას შესაძოლა, კიდევ ხუთი დღე დასჭირდეს.
რამდენიმე დღეა, ძლიერ წვიმას ებრძვის საფრანგეთი და გერმანია. მილიონობით ქვიშის ტომარა განაწილდა დაზარალებულ რაიონებში დასახლებების დასაცავად. საფრანგეთში, სამაშველო სამსახურმა მოსახლეობის ნაწილი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ძლიერი თოვლისა და წვიმის გამო, ქვეყნების მთავრობები მოსახლეობას სახლში დარჩენისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია