ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს
მინდა მივულოცო ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, მთლიანობაში, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას.
„ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმების გაფორმებას. ყველანაირად ვცდილობდით, რა რესურსიც გვქონდა, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ტრამპს უნდა გადავუხადოთ მადლობა. სწორედ მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა.
საბოლოო ჯამში, ჩვენთვის პრინციპულია, რომ განმტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იგივე მიდგომა აქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც, მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ეს ხელს შეუწყობს, როგორც მშვიდობის, ისე კეთილდღეობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში.
საქართველოს უკავია კვლავაც ცენტრალური ადგილი ჩვენს რეგიონში. გასული 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე კონფლიქტი ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ჩვენ უზრუნველვყოფდით მაქსიმალურად მშვიდობის განმტკიცებას. ეს იყო ჩვენი როლი, რასაც ძალიან აფასებენ ჩვენი მეგობრები, მეზობლები, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება. ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – აღნიშნა ირაკლი მ.
Next: “კურიერის” ინფორმაციით, ს მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მურვანიძე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად ინიშნება

ასევე დაგაინტერესებთ

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში და ამის გარანტი იქნებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც წარვადგენთ, თითოეული კანდიდატი შერჩეულია საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილს