უსახლკაროებმა ვაშინგტონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უსახლკარო ადამიანებმა ვაშინგტონი უნდა დატოვონ.
„უსახლკაროები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ. ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. კრიმინალებო, თქვენ გადასვლა არ გჭირდებათ, ციხეში ჩაგსვამთ იქ, სადაც თქვენი ადგილია“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ამასთან, -ის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
„თეთრ სახლში პრესკონფერენცია გვექნება. ვაპირებ, რომ ჩვენი დედაქალაქი ისეთი უსაფრთხო და ლამაზი გავხადო, როგორც არასდროს ყოფილა“, – დაწერა ტრამპმა.