ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას სურთ, სანამ ის რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს მოლაპარაკებები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირას აცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.
