ონისე ცხადაძის დედა, ია ბარდაველიძე: მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, პირველად მეძლევა მომენტი რომ ჩემი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო პედაგოგს და სინდისის პატიმარს ნინო დათაშვილს!

მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, პირველად მეძლევა მომენტი რომ ჩემი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო პედაგოგს და სინდისის პატიმარს ნინო დათაშვილს!
მე კარგად ვიცი რამდენად რთულია ემოციური ცვალებადობა, როდესაც ერთის მხრივ გარდაცვალების ტრაგედია გატყდება თავს, ქალს და მასწავლებელს, ხოლო მეორე მხრივ – შვილის უკანონო პატიმრობა.
ხშირად მადგება ცრემლები ჩემი შვილის პატიმრობაზე და ვიცი რამდენად რთულია ემოციების მართვა, ამის გამო კი ადამიანზე ფსიქიატრიული იარლიყის მიწებება წარმოუდგენელი ბოროტება მგონია.
სოლიდარობა და თავისუფლება პედაგოგ ნინო დათაშვილს. იმედი მაქვს, ძალიან მალე დაფასდება მასწავლებელი და განათლება ჩვენს ქვეყანაში“,- წერს ონისე ცხადაძის დედა, ია ბარდაველიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან