ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ამ ისტორიულ შეთანხმებას სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოს

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი სოციალურ ქსელ X-ზე „ისტორიულ შეთანხმებას“ ულოცავს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს და მთელ მსოფლიოს.
ასე გამოეხმაურა კობახიძე -ში 8 აგვისტოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.
„საქართველო მიესალმება ამ მნიშვნელოვან მომენტს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ვულოცავ დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და გააგრძელებს მის ურყევ მხარდაჭერას“, – აცხადებს .
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც მიესალმება „აშშ-ის პრეზიდენტის ს შუამავლობით“ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის შეთანხმებას.
8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტსა“ და მშვიდობის დამყარებაზე.
„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში…
ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და [დაამყარებენ] დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.

ასევე დაგაინტერესებთ