აშშ-ის საელჩო საქართველოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ეხმიანება

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის:
“აშშ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და შუამავლობა გაუწია შეთანხმებას, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტი დაასრულა. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის, რომლის შედეგიც იქნება სავაჭრო შეთანხმებები და კეთილდღეობა, როგორც ამერიკელი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ვულოცავთ ორივე ქვეყანას მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას,” – წერს აშშ-ის საელჩო.
ცნობისთვის, ალიევმა და ფაშინიანმა, დონალდ ტრამპის შუამავლობით, სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა