ნანა დიხამინჯია: ჩვენი რეგიონისთვის საუკუნის ამბავი ხდება… სამშობლოს ღალატი მეტი არაფერია – განვითარების ამხელა შანსი წაართვა მთელ ერს, მარტო იმიტომ რომ შენ მეტი ფული იშოვო

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ჩვენი რეგიონისთვის საუკუნის ამბავი ხდება და ჩვენ ვუსმენთ სამარცხვინო კონსპირაციულ თეორიებს დიფსტეიტზე.
ეს დიფსტეიტი აზერბაიჯანს და სომხეთს რატომ არ ერჩის, არ ეკითხებით თქვენს პარტიას? სომხეთს და აზერბაიჯანს რატომ არ ეშინიათ ს გაბრაზების, არ კითხულობთ? რატომ გაუწიეს სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც რუსეთს წინააღმდეგობა, ომი უნდათ?
ხვდებით, ახლა რამდენი საერთაშორისო გრანტი და თანამშრომლობა წამოვა ამ ქვეყნებისკენ, განსაკუთრებით სომხეთისკენ, რომელიც ევროკავშირისკენ მიდის? სომხეთს არ სთხოვს ევროპა, კაცი ქალი გახადეო და რატომღაც საქართველოს სთხოვს? არადა, რამდენი მიმართულებით ვიყავით ორივეზე წინ. სამშობლოს ღალატი მეტი არაფერია – განვითარების ამხელა შანსი წაართვა მთელ ერს, მარტო იმიტომ რომ შენ მეტი ფული იშოვო. თქვენი შვილების მომავალი შეჭამა ბიძინამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს