პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „სპორტინგმა“ გასვლაზე „კაზა პია“ 2:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდში გიორგი ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე საყრდენი ნახევარმცველის ჰიდემასა მორიტას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მეორე საყრდენი მორტენ იულმანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გოლიც გაიტანა (იხ. ფოტო). ქართველს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ 87-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი კარიდან მცველმა დუპლექს ჩამბამ გამოიტანა.
გუნდის მწვრთნელმა რუი ბორჟესმა გუშინ განაცხადა, რომ ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ დამღლელი სეზონი ჩაატარა და ტრავმის რისკის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე მართებთ.
შემდეგ მატჩს „სპორტინგი“ 17 აგვისტოს სახლში „აროკასთან“ ჩაატარებს.
კაზა პია – სპორტინგი 0:2
გოლები: 0:1 ტრინკაო (42), 0:2 იულმანი (62)
· გიგო პაპა სიფრთხილე კი არა, მაგ იაპონელის შემცვლელად ჰყავთ ნაყიდი. ჯობდა არ გადასულიყო, ითამაშებდა ეხლა ლა-ლიგაში.
ქოჩორაშვილის “სპორტინგის” მეკარე “ტორინოში” გადავიდა
მიქაუტაძის “ლიონი” ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის შვილს იმატებს
დიოკერეში “არსენალთან” კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
Record: ქოჩორაშვილი ბუნებით ლიდერია და ყველა გააკვირვა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგი” სუპერთასის ფინალში “ბენფიკასთან” დამარცხდა
“სპორტინგი” დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
გაჰყიდის თუ არა “სპორტინგი” იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება – “სპორტინგი” გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
