სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
“დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ვამყარებთ. დღეს ჩვენ ახალ დიდებულ ისტორიას ვწერთ”, – განაცხადა ალიევმა ხელის მოწერის შემდეგ.
ფაშინიანმა კი დასძინა, რომ ეს ხელშეკრულება “მშვიდობის შესახებ ახალი თავის გახსნას” წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ხელშეკრულებით ორი ქვეყანა ვალდებულებას იღებს შეწყვიტოს ყოველგვარი კონფლიქტი და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის კონფლიქტი, აღადგინონ სამოგზაურო და დიპლომატიური ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე გვაქვს შედეგი მთავარ საკითხზე – სამომავლო მოლაპარაკებები ნავთობის შესახებ. ამერიკული კომპანიები ამ ორ ქვეყანაში დახარჯავენ ძალიან ბევრ ფულს, რაც ეკონომიკურ ბენეფიტებს მოუტანს ჩვენს სამივე ქვეყანას”, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, ორი ქვეყანა ვალდებულებას იღებს იღებს შეწყვიტოს ყოველგვარი კონფლიქტი და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მისივე თქმით, ჩამოყალიბდება სატრანზიტო დერეფანი, რომლის სახელწოდებაცაა: “ტრამპის დერეფანი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.”
ეს დერეფანი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, აზერბაიჯანს საშუალებას მიცემს “სრულფასოვნად გამოიყენოს თავისი ტერიტორია” და პარალელურად, პატივი სცეს სომხეთის სუვერენიტეტს.
“სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის კონფლიქტი, აღადგინონ სამოგზაურო და დიპლომატიური ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე გვაქვს შედეგი მთავარ საკითხზე – სამომავლო მოლაპარაკებები ნავთობის შესახებ…
ამ ხელშეკრულებით ყალიბდება “ტრამპის დერეფანი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”. ეს არის სპეციალური სატრანზიტო არეა, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად გამოიყენოს თავისი ტერიტორია – ნახჩევანი, მაშინ როცა სრულიად პატივს სცემს სომხეთის სუვერენიტეტს. მათ შეეძლებათ ერთად ცხოვრება და შრომა, რაც ძალიან მნიშნველოვანია”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ცალ-ცალკე, ორმხრივი ხელშეკრულებებიც გააფორმა.
ტრამპმა განაცხადა, ამერიკულ კომპანიებს “ძალიან სურთ” ამ ორ ქვეყანაში შესვლა, რაც, მისი თქმით, მათ ეკონომიკურ პოტენციალს გააძლიერებს.
“სომხეთი ასევე სპეციალურ პარტნიორობას ავითარებს აშშ-სთან, ამ არენდის განვითარებისთვის, რაც შესაძლოა 99 წელი გაგრძელდეს და შესაძლოა შემდეგ კიდე 99 წლით გახანგრძლივდეს.
ჩვენ, ამერიკული კომპანიების მიერ სერიოზულ ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოველით. მათ ძალიან სურთ ამ ქვეყნებში შესვლა და ისინი ბევრი ფულის დახარჯვას აპირებენ, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს სამივე სახელმწიფოს და რეგიონისთვის დიდი დატვირთვის მატარებელი იქნება”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ორმხრივი ხელშეკრულებები ძირითადად შემდეგ სფეროებს შეეხება: ენერგეტიკა, ვაჭრობა და ტექნოლოგია.
“გარდა ამისა, ამერიკა ასევე ორივე ქვეყანასთან ორმხრივ ხელშეკრულებას აფორმებს, რომლების მიხედვითაც გაფართოვდება თანამშრომლობა ენერგეტიკაში, ვაჭრობასა და ტექნოლოგიაში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში”, – განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
