„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან საკუთარ თავში შერიგებისთვის საჭირო სიმამაცესა და პასუხისმგებლობას, და რომ შერიგდებიან ჩვენი ხალხებიც.“
ამის შესახებ, კერძოდ, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, რომ არა პრეზიდენტი ტრამპი, სომხეთი და აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, განაგრძობდნენ მოლაპარაკებების უსასრულო პროცესს.
ამგვარად, მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი კურსი მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ.
