თეირანი აცხადებს, რომ 3 იანვრის ტერაქტის მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

ირანში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, რომლისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ,“ 91 ადამიანი დაიღუპა, – იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია 6 იანვარს.
ცნობით, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა მას მერე, რაც ორი ადამიანი გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად.
ირანის ქალაქ ქერმანში ორი აფეთქება მოხდა ერთმანეთის მიყოლებით 3 იანვარს, სასაფლაოსთან, სადაც შეკრებილი იყო დიდი რაოდენობით ხალხი ყასემ სოლეიმანის მოკვლიდან ოთხი წლისთავის აღსანიშნავად. სულეიმანი, ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსის გენერალი, 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის დრონით იქნა მოკლული ერაყში.
„დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 91-ს მას მერე, რაც ორი ადამიანი, ერთ-ერთი ბავშვია, საავადმყოფოში გარდაიცვალა მიღებული ტრავმების გამო“ – მოჰყავს სააგენტო IRNA-ს ჯანმრთელობის დაცვის უწყების წარმომადგენლის ნათქვამი.
ირანმა მომხდარში დაადანაშაულა აშშ და ისრაელი. ორივე სახელმწიფო უარყოფს ტერაქტთან კავშირს.
პასუხისმგებლობა მომხდარისთვის იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ,“ რომელსაც ტერაქტის გარშემო სხვა ცნობა არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”