პარლამენტთან აქცია განახლდა – მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა. პარლამენტთან პროტესტის 254-ე დღესაც, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს, ასევე შეუერთდნენ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილები ლოზუნგით: „ომი რუსეთმა დაიწყო“.
მომიტინგეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები აქვთ მიტანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია