გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 00:00-დან 02:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში ქერჩის, კულა გლდანელის, ნასერალის ქედის, ფიროსმანის, კანდელაკის, მიდელაურის, ზაქარია მაისურაძის, ერმალოზ კობერიძის, მიქატაძის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე,ხოჭის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
11 აგვისტოს 05:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, წიწამური, გლდანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოთხოვნილია პატიმრობის გამოყენება ბრალდებულების – ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი და დავით მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ – მტკიცებულებები ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს