რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადება, „თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის აღიარებასთან” დაკავშირებით არის პროვოკაციული და ცინიკური, ეს არის როგორც საქართველოს ხელისუფლება ხშირად ახსენებს “დიფ სტეიტის”, ოღონდ რუსული”დიფ სტეიტის ” ზრახვები, რისი განხორციელებაც მათ სურთ 1992-93 წლის კონფლიქტის შემდეგ – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
დავითაიას თქმით, ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ფაქტობრივად ნიშნავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.
„რადგან რუსეთმა აფხაზური და ოსური მხარეები აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, აქედან გამომდინარე დოკუმენტზე ხელმომწერი რუსულ მხარესთან ერთად იქნება ცალკე სახელმწიფო. ეს არის რუსული “დიფ სტეიტის” მთავარი მიზანი, რათა ეს დოკუმენტი შემდგომ გახდეს სხვადასხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საფუძველი.
იმედს ვიტოვებ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა გონიერება არ აჰყვეს რუსულ და ოსურ ზრახვებს და პროვოკაციებს, შესაბამისად გაკეთდება მწვავე რეაგირება ამ განცხადებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს პაატა დავითაია.
