აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული 26 წლის დავით ხომერიკის საქმეზე სასამართლო განაჩენს 15 აგვისტოს გამოაცხადებს

მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული 26 წლის დავით ხომერიკის საქმეზე სასამართლო განაჩენს 15 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის ეტაპზე გადადო.
დღევანდელ პროცესზე კი დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.
ცნობისთვის, ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.
დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოთხოვნილია პატიმრობის გამოყენება ბრალდებულების – ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი და დავით მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ – მტკიცებულებები ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს