Fox News – დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია

-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში, ევროპაში გაიმართოს, – ინფორმაციას Fox News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრის სავარაუდო ადგილად რომი განიხილება.
„მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია“, – წერს გამოცემა.
პარალელურად კი, რუსულმა სააგენტო TASS-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რომი არ იქნება პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის ადგილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა შეხვედრის შესაძლო ადგილად განიხილებოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…