ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, მოძრაობა აღდგა – რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ქვის ცვენის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ავტომობილებისთვის დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნა.
გაწმენდითი სამუშაოები კი -ახალციხის გზის, სოფელი გულების მონაკვეთზე, მიმდინარეობს სადაც მეწყერი ჩამოწვა. ამ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია.
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!