ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი

დედაქალაქის მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, აღნიშნულმა ომმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება.
„8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ქვეყანას უდიდესი ადამიანური დანაკარგი და უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური შედეგები მოუტანა. ჩვენ ამ ომში ბევრი მებრძოლი ჯარისკაცი და პოლიციელი დავკარგეთ. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. დავკარგეთ ტერიტორიები. მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგები. ათი ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
აგვისტოს ომმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებული საერთაშორისო საზოგადოება.
მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Previous: სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება
Next: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი – „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს ოთხი დარჩა ოთხად 2012 წლის შემდეგ

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში