ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძის საკითხზე ყველაფერი ვიცი, მაგრამ გასაჯაროვდება ის, რაც უნდა გასაჯაროვდეს – ვანო მერაბიშვილი ხომ არ ვარ, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გამზადებული ვერსიით რომ გამოვიდა?

მე ყველაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდება ის, რაც უნდა გასაჯაროვდეს – მე ვანო მერაბიშვილი ხომ არ ვარ, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გამზადებული ვერსიით რომ გამოვიდა? როგორ შეიძლება მე ამაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ან ასე მოხდა და ან ისე, რაც გამოძიების პრეროგატივაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას უკავშირდება, მას ინფორმაცია აქვს.
„ჩვენთვის, პირველ რიგში, მთავარია, რომ თორნიკე [რიჟვაძე] არის ჯანმრთელად. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიებასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეთ შესაბამის ორგანოებს. მე ყველაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდება ის, რაც უნდა გასაჯაროვდეს. დასამალი იქ არაფერი არ არის, მაგრამ ამაზე პასუხს შესაბამისი ორგანო გაგცემთ. მე ვანო მერაბიშვილი ხომ არ ვარ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გამზადებული ვერსიით რომ გამოვიდა? როგორ შეიძლება მე ამაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ან ასე მოხდა და ან ისე, რაც გამოძიების პრეროგატივაა. ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას უკავშირდება, მაქვს ინფორმაცია, მაგრამ როგორ შეიძლება საზოგადოებას ვუთხრა, რომ ასე ან ისე მოხდა”, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა კომუნიკაცია თორნიკე რიჟვაძესთან, პრემიერის თქმით, მას “არ აწუხებს”.
“თორნიკეს ჯანმრთელობით მე მუდმივ რეჟიმში ვინტერესდები და მიხარია, რომ ის ჯანმრთელადაა. პირადად არ ვაწუხებ. როცა ამის შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა, პირადადაც მოვიკითხავ. რაც შეეხება ჩვენს მთავარ ინტერესს – მთავარია თორნიკე იყოს ჯანმრთელად, მუდმივად ვინტერესდებით ამით და იმედი გვაქვს, მალე დაბრუნდება საქართველოში და დიდი სიხარულით შევხვდებით მას“, – განმარტა მ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, „იმედმა“ გაავრცელა წერილი რომელიც, მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. რიჟვაძე გავრცელებულ წერილში წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“.
„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე – დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.
დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.
ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები – ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა.