საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გასულ ღამით სახელმწიფო დროშები დაუშვეს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის სასახლის, პრეზიდენტის სასახლის, სამინისტროების და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
8 აგვისტოს, 00:05 საათისთვის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ „მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი , საქართველოს სა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, ს მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია”.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მე-17 წლისთავზე თბილისში გაიმართა მსვლელობა „დიდება გმირებს“.
2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის – სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარია ზახაროვა – აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა, წინ წავიდეს – აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა