ბათუმში, 2025 წლის მეორე კვარტალში, უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაში წერია. დოკუმენტის თანახმად, ზრდა ფიქსირდება, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, წლიურად 13.1%-ით და 23.4%-ით.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, 23.4%-ით გაიზარდა. პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 0.5%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ბათუმში გაყიდული ბინების რაოდენობას უბნების მიხედვით, მიმდინარე წლის ექვსი თვე შედარებულია გასული ორი წლის ანალოგიურ პერიოდს, სადაც ჩანს, რომ ყველაზე მოთხოვნადი 2025 წელსაც ახალი ბულვარია, სადაც ექვს თვეში 4,071 ბინა გაიყიდა.
რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი.
ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.
გაზრდილია ქორის ფასიც, კერძოდ, 2025 წლის ივნისში, ბათუმში საშუალო ფართობის ბინის (50-60
კვ.მ.) ქირის ფასი წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 11.9 აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის,Galt & Taggart-მა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა 2025 წლის ივლისში ჩაატარა, , რომელიც ბათუმში 20-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს მოიცავდა.
