მამუკა მდინარაძე ახობაძეზე – ეჭვი, რომელიც არ დასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და ეს არ ნიშნავს, რომ მას ნარკოტიკი ვიღაცამ „ჩაუდო“ – სასამართლოზე იერიში მიჰქონდათ და აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ, თქვან, რომ სასამართლო დამოუკიდებელია

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველანაირი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით გათვალისწინებული წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამის შესახებ მდინარაძემ სასამართლოს მიერ ექიმ, გიორგი ახობაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მდინარაძე ისიც დაამატა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არის დემოკრატიულობის ტესტი.
„არსებობს სისხლის სამართლებრივი პრინციპი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით გათვალისწინებული წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ეს არ ნიშნავს, რომ მას ვიღაცამ ჩაუდო [ნარკოტიკული საშუალებები], ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს დამნაშავე, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული, მაგრამ თუ იმ სტანდარტს, რომელიც განაჩენის მომენტში უნდა იყოს საკმარისი ანუ მტკიცებულების ერთობლიობა 100%-ით უნდა ადასტურებდეს, ეს არის დემოკრატიულობის ტესტი. სასამართლოზე იერიში რომ მიჰქონდათ და აღარ მიაქვთ, რატომ? იმიტომ რომ არ უნდათ თქვან, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, რომ სასამართლომ სწორედ ამ ტესტით და პრეზუმფციის დათქმით მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ეჭვი გადაწყდა მის სასარგებლოდ”,- განაცხადა მ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „დასაბუთებული ვარაუდი არის ბრალის წაყენებისთვის საკმარისი სტანდარტი, მაგრამ განაჩენისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია და უტყუარობის ხარისხით უნდა იყოს დადასტურებული. თუ უტყუარობის ხარისხით არ დასტურდება, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ყოველგვარი ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?