ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან

გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – საქართველოში უნდა მოგვიწყონ რევოლუცია, კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „შვედეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს“.
როგორც მ აღნიშნა, საქართველოს სჭირდება კანონები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
„ორმაგი სტანდარტის მიზეზი არის ერთადერთი – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები. ყველაფერი დღესავით ნათელია. საქართველოში უნდა მოგვიწყონ რევოლუცია, კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან. ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფა, არ შეიძლება გავაღრმაოთ ასეთი საფრთხეები. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია