„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წარადგინა.
„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი – ზურაბ აბაშიძე;
ვაკის რაიონის მაჟორიტარობის 2 კანდიდატი – ალექსანდრე ასათიანი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ცენტრალურ ვაკეში; მეორე კანდიდატი, რომელიც ზედა ვაკეში იქნება წარმოდგენილი – ბექა გელენავა;
საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის 3 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი – ვეძისი-ყაზბეგი-გოთუას ოლქებში – ბექა მიქაუტაძე. კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანის ოლქში- არჩილ ნიჟარაძე; დიდი დიღომი-ვაშლიჯვარი- სოფელ დიღმის ოლქებში – შალვა პერანიძე;
კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი – ლევან ჯაფარიძე;
ისნის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარობის 3 კანდიდატი: ავლაბრის ოლქში – კახაბერ ლაბუჩიძე. ვაზისუბნის ოლქში – ბექა მენთეშაშვილი. ნავთლუღის ოლქში – დავით ხაბეიშვილი;
სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები : მასივის ოლქში – გიორგი დოხტურიშვილი. ქვემო სამგორის ოლქში – ზაქარია წიკლაური;
ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი – ვაჟა კოკაია;
ლილო-ორხევის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი – მამუკა ხაბარელი;
ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი – ზურაბ ჩიკვილაძე;
დიდუბის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი – გივი ჩხარტიშვილი;
დიღმის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი – შოთა ქევხიშვილი;
ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი: ზღვის უბნის ოლქში – ირაკლი ბენდელიანი. ნაძალადევის ოლქში – შალვა მაისურაძე. ძველი ნაძალადევის-ლოტკინის ოლქში – დავით ჭელიძე. სანზონის ოლქში – ვალერიან პაპუაშვილი;
გლდანის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი: ავჭალის ოლქში – შალვა ოგბაიძე. მუხიანის ოლქში – ცოტნე ჩიქვინიძე. გლდანის რაიონში , ლუწ მიკრორაიონში – მიხეილ რეხვიაშვილი. გლდანის რაიონში, კენტ მიკრორაიონში – ჯაბა კოღუა.
