გმირთა მოედანზე, მემორიალთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ – ისინი რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მოაწყობენ

გმირთა მოედანზე, დაღუპული გმირების მემორიალთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც დაღუპულ გმირებს პატივის მიაგებენ.
ადგილზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები შემდგომში რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და არცერთი წუთით და არცერთი წამით, არ უნდა დავივიწყოთ, ჩვენი გმირი ქართველი ბიჭები, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოიტანეს ჩვენი ქვეყანა, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, რუსეთის ჩექმა საქართველოს მიწას კვლავ აზიანებს და ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტმა კიდევ უფრო გაიდგას ფესვები ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ის ბიჭები, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან, ჩვენ აუცილებლად, მათ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჩვენს ქვეყანაში და საქართველო იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული, სადაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ.
ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ რუსულ პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ყველას გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ასევე, ადგილზე მისულია სასულიერო პირიც, რომელიც დაღუპული ჯარისკაცებისთვის პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გაემართებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა