“ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

“ბარსელონას” კარის დარაჯს, მარკ ანდრე ტერ-შტეგენს, კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, ამის შესახებ ინფორმაციას TV3 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ტერ შტეგენის გადაწყვეტილება გახდა, მან ლა ლიგის კომისიას, ტრავმის შესახებ ანგარიშის ხელმოწერაზე უარი უთხრა, რის გამოც “ბარსელონა” ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.
კლუბში მიიჩნევენ, რომ ტერ-შტეგენი ამას სპეციალურად აკეთებს, რადგან ფლიკზე ერთგვარი შურისძიება სურს, რადგან გერმანელმა სპეციალისტმა გამოცდილ მეკარეს პირველი ნომრის სტატუსი ჩამოართვა და მეორე მეკარედაც კი არ განიხილავს.
გარდა ამისა, ტერ-შტეგენი “ბლაუგრანას” დატოვებაზეც უარს აცხადებს.
“თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა” – პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა – არეულობა “ბეტისისა” და “კომოს” ამხანაგურ მატჩში

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში