წლებთან ერთად საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა საგრძნობლად იზრდება და ახალ ეტაპზე გადადის. იცვლება ტენდენციები და ბუნებრივია, მომხმარებელთა მოთხოვნებიც; ისინი ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართსა თუ კარკასს, არამედ გადამწყვეტ ფაქტორებად უკვე იქცა: ლოკაცია, ღირებულება, კომფორტი, უსაფრთხოება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურა; გარემო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ყოველდღიურ საჭიროებებს, რომლებიც, ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართოა.
ამ მოთხოვნების ფონზე, ახალ პროექტებს შორის განსაკუთრებით MAQRO CITY TBILISI გამოირჩევა. მრავალფუნქციური, მასშტაბური, ქალაქური კონცეფცია, რომელიც სრულად აერთიანებს, როგორც საცხოვრებელ კომფორტს, ასევე საინტერესო და მიმზიდველია ინვესტორებისთვისაც. უკვე ჩანს, რომ სწორედ MAQRO CITY TBILISI-ა ბაზრის რეალური ლიდერი.
ბაზრის სტრუქტურაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ უძრავი ქონების შერჩევისას, მომხმარებლის ქცევა და პრიორიტეტები მკვეთრად განსხვავდება რამდენიმე წლის წინანდელი ტენდენციებისგან. დღეს ბინის არჩევის დროს გადამწყვეტ როლს რამდენიმე ფაქტორი ასრულებს. მაგალითად, თანამედროვე მყიდველისთვის გადამწყვეტია, რამდენად მარტივია გადაადგილება სახლიდან სამსახურამდე, ბაღამდე, სავაჭრო თუ სარეკრეაციო ზონამდე; რამდენად ახლოსაა სახლი სატრანსპორტო კვანძებთან, მეტროსადგურებთან თუ ავტობუსის გაჩერებებთან. დღევანდელი მომხმარებლისთვის, ბინა უნდა იყოს არა უბრალოდ კარგ უბანში, არამედ უბანში, რომელიც მაღალი მობილობით გამოირჩევა და დროის რაციონალურად მართვის საშუალებას იძლევა.
ამასთან, მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ეძებს არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართს ან კარკასს, არამედ სივრცეს, რომელთან ახლოსაც ექნება საყოფაცხოვრებო სივრცეები, მაღაზიები, საბავშვო ბაღი, რეკრეაციული და სპორტული ზონები და ა.შ.
დაკვირვება ასევე ცხადყოფს, რომ მყიდველისთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებელ გარემოში იყოს ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ სივრცეები სათანადო ინფრასტრქუტურით, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცულია უსაფრთხოება. თუ გასულ წლებში საცხოვრებელი ტერიტორიის უსაფრთხოების მონიტორინგი არც თუ ისე მოთხოვნადი ფაქტორი იყო, დღეს ის საბაზისო მოთხოვნაა.
წლებთან ერთად პოპულარული ხდება ტექნოლოგიური და ეკოლოგიური გადაწყვეტილებებიც. შედეგად, ენერგოეფექტური სისტემები, წყალმზოგავი ინფრასტრუქტურა თუ სხვა, უკვე აღარ არის მხოლოდ პრემიალური ხაზის სეგმენტის მოთხოვნა.
მყიდველთა მნიშვნელოვანი ნაწილი უძრავ ქონებას უკვე განიხილავს როგორც აქტივს და საინვესტიციო პროდუქტს. თანამედროვე მყიდველი ეძებს პროექტს, რომელსაც აქვს მაღალი საინვესტიციო ღირებულება და პოტენციალი, გახდეს სტაბილური შემოსავლის წყარო ეკონომიკური რყევების ეპოქაში.
სწორედ მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად იცვლება და მომხმარებლების პრიორიტეტები ყოველწლიურად ახლდება, კომპანია “მაქრო დეველოპმენტი” არა მხოლოდ ფეხს უწყობს ბაზრის ტენდენციებს, არამედ სრულიად ახლებურ სტანდარტს აყალიბებს. ახალი პროექტი, MAQRO CITY TBILISI ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია. საუბარია ურბანულ, მწვანე კონცეფციის პროექტზე, რომელიც თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეებს, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და მაღალ საინვესტიციო პოტენციალს აერთიანებს.
MAQRO CITY TBILISI სივრცობრივად დაპროექტებულია იმ პრინციპით, რომ მცხოვრებლებისთვის გადაადგილება იყოს მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და კომფორტული.
პროექტი მდებარეობს სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ნოე რამიშვილის №30-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით. სტრატეგიული ლოკაცია მცხოვრებლებს სთავაზობს გამარტივებულ წვდომას ქალაქის სატრანსპორტო ქსელზე: სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს სამგორის მეტროსადგური, რაც უზრუნველყოფს სწრაფ კავშირს ქალაქის ნებისმიერ წერტილთან. კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერება, რაც კიდევ უფრო ზრდის კავშირის ხელმისაწვდომობას ქალაქის სხვადასხვა უბანთან. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი ახლოს მდებარეობს მნიშვნელოვან მუნიციპალურ ობიექტებთან, სავაჭრო ცენტრებთან, აეროპორტთან, სკოლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან.
პროექტის კონცეფცია ეფუძნება იდეას – „სივრცე, რომელიც აერთიანებს“. MAQRO CITY TBILISI-ის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ცხოვრებას არა მხოლოდ კომფორტულს, არამედ სრულფასოვანსაც ხდის.
პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის: კომერციულ და საოფისე ფართებს, საბავშვო ბაღს, საცურაო აუზებს, კალათბურთის მოედნებს, ჩოგბურთის კორტებს, ღია და დახურულ ფიტნეს ზონებს, ველო და სარბენ ბილიკებს. იგი მოიცავს როგორც ყოველდღიური საჭიროებებისთვის საჭირო კომპონენტებს, ასევე ორიენტირებულია ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ტერიტორიის თითქმის ნახევარი სრულად ეთმობა გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს. ეს ქმნის ჰარმონიულ გარემოს როგორც ოჯახებისთვის, ისე მათთვის, ვინც თანამედროვე ურბანულ სივრცეში უძრავი ქონების ინვესტირებით არის დაინტერესებული.
MAQRO CITY TBILISI დედაქალაქში ყველაზე უსაფრთხო კომპლექსი იქნება. კომპლექსს ექნება მხოლოდ ერთი ცენტრალიზებული, დაცული შესასვლელი, რაც გადაადგილებას ორგანიზებულსა და კონტროლირებადს გახდის. ტერიტორიას 24/7 რეჟიმში მოემსახურება დაცვა.
გარდა ამისა, MAQRO CITY TBILISI-ის სტრატეგიული მდებარეობა თავისთავად განაპირობებს მაღალი დონის უსაფრთხოებას. კომპლექსი მდებარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო სამეზობლოში, რაც დამატებით ზრდის საერთო უსაფრთხოების ხარისხს.
MAQRO CITY TBILISI – ში ინტეგრირებულია ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, წყამზოგავი ტექნოლოგიები. ეს დეტალები არა მხოლოდ მყიდველის ყოველდღიურ კომფორტზე ზრუნავს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.
თბილისის უძრავ ქონების ბაზარზე იზრდება მოთხოვნა საინვესტიციო მიზნებითაც. MAQRO CITY TBILISI-ში ბინის შეძენა ნიშნავს გონივრულ საინვესტიციო არჩევანს: საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები, ბინის გაქირავების შემთხვევაში, მაღალ შემოსავალს უზრუნველყოფს, წლებთან ერთად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ლოკაცია სწრაფად განვითარებადი და სტრატეგიულად მიმზიდველია.
MAQRO CITY TBILISI-ის გაყიდვების I ეტაპზე, ბინების 70% მომხმარებლებმა საინვესტიციო მიზნებით შეიძინეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის სანდოობასა და მის საინვესტიციო მიმზიდველობას გრძელვადიან პერსპექტივაში.
MAQRO CITY TBLISI-ის უნიკაულურობა და ინოვაციურობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული თუ ენერგოეფექტური სისტემებით არ შემოიფარგლება. ის სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს მომხმარებელს გადახდის პირობების კუთხითაც. უძრავ ქონებაზე მეტი ხელმისაწვდომიბის მიზნით MAQRO მომხმარებელს ფინანსურად საუკეთესო პირობებს სთავაზობს. ის ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მყიდველს ერთიანი გადახდის შემთხვევაში 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ასევე დაინტერესებულ პირს შეუძლია, ისარგებლოს შიდა უპროცენტო განვადებით, რომელიც ინდივიდუალურად ერგება თითოეულ მომხმარებელს.
გადახდის მსგავსი პირობები, რომლებიც უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებს ერგება, ქართულ ბაზარზე იშვიათი ფუფუნებაა. MAQRO-ს საგადახდო პოლიტიკა კი მომხმარებლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მაქსიმალურად არის მორგებული, რაც მას უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე მართლაც გამორჩეულს ხდის.
როდესაც ბაზარზე ყველა დეველოპერი ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები, “მაქრო დეველოპმენტი” თანამედროვე მოთხოვნების ახალ სტანდარტს ქმნის. MAQRO CITY TBILISI არ არის მხოლოდ ოპტიმალური გეგმარებისა და მწვანე კონცეფციის ქალაქი, ეს არის ახალი ტიპის ურბანული სივრცე, რომელიც პასუხობს მომავლის საჭიროებებს.
გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი და მომხმარებელთა ნდობა მოწმობს, რომ MAQRO CITY TBILISI არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მდგრადი პროექტი ბაზარზე, რომელიც გრძელვადიანად ინვესტიციად იქცევა და ცხოვრების ახალ ხარისხს ადგენს.
