ლევან ბეჟაშვილი – გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები – ჩვენ ამ დროშას ხელში დავიჭერთ და ვიზრუნებთ, რომ ეს ე.წ ხელისუფლება მოშორდეს და საქართველო მართლა დამოუკიდებლობის გზას დაადგეს

გიორგი ანწუხელიძე სხვა მრავალი ომის გმირთან ერთად არის ქართული გმირობის, ქართული სულის დაუჩოქებლობის სიმბოლო – ამიტომ არის, რომ რუსული პროპაგანდა და რუსული ხელისუფლება „ოცნების” სახით ამ მთავარ ღირებულებაზე ცდილობს იერიშის მიტანას, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ხაზი გადაუსვა გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლეს“.
„2008 წლის ომის გმირები ს და სხვების განცხადებით თურმე არა ქვეყნის დაცვას, არამედ პიარის და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს შეეწირნენ.
ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები, მათ დაიცვეს საქართველო, საქართველოს მომავალი. ჩვენ ამ დროშას ხელში დავიჭერთ და ვიზრუნებთ, რომ ეს ე.წ ხელისუფლება მოშორდეს და საქართველო მართლა დამოუკიდებლობის გზას დაადგეს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.