„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი – იმედი მაქვს, ბლინკენმა ისრაელის ბრმა მხარდაჭერით დაშვებული შეცდომებისგან ისწავლა

იმედი მაქვს, ბლინკენმა ს ბრმა მხარდაჭერით დაშვებული შეცდომებისგან ისწავლა, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ბატონმა ბლინკენმა გაკვეთილები ისწავლა და იმ შეცდომების მნიშვნელობა გააცნობიერა, რომელიც -მა სიონისტური ოკუპაციის ბრმა მხარდაჭერითა და იმ ტყუილების დაჯერებით დაუშვა, რამაც ღაზაში ჩვენი ხალხის უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტა და ომის დანაშაულები გამოიწვია“, – განაცხადა ჰანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თურქეთში ჩავიდა. თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა.
„ჰამასის” 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია.