27 წლის ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი კარიერას აშშ-ის რანგით მეორე დივიზიონის გუნდში გააგრძელებს.
USL ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციაში მოასპარეზე “ოკლენდ რუთსმა” მარგველაშვილს კონტრაქტი გაუფორმა.
მარგველაშვილი ადრე “საბურთალოს”, ბათუმის “დინამოს” და “შკუპის” ღირსებას იცავდა, ბოლოს კი თბილისის “დინამოში” თამაშობდა. ის საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.