ვატო სურგულაძე: ვისთან გვაქვს ბოდიში მოსახდელი? ედიკა კოკოითს უნდა მოვუხადო ბოდიში, თუ ვალოდია პუტინს

17 წელი აგვისტოს ომიდან- დილიდან  ყურადღების ცენტრშია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, სადაც ტრადიციულად გმირებს მიაგებენ პატივს.

ამ დრომდე, ადგილზე „ქართული ოცნების“ არცერთი წევრი არ გამოჩენილა, მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ და პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირებს.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ამ ომში და მიიჩნევს, რომ “მას ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი, რადგან დღემდე უწევს ქვეყანას დამოუკიდებლობის დაცვა.“

როდესაც გვეუბნებიან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ვისთან რა გვაქვს,- ამბობს ის.

17 წელი გავიდა ომიდან და სამწუხაროდ, გვიწევს ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა, უფრო სერიოზული დაცვა, ვიდრე იმ ბიჭებს, რომლებმაც საქართველოს ღირსება დაიცვეს. როდესაც გვეუბნებიან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ვისთან რა გვაქვს, ედიკა კოკოითს უნდა მოვუხადო ბოდიში თუ ვალოდია პუტინს. მე ვარ ამ ომის უშუალო მონაწილე, გორშიც კი მომიწია ჩასვლა, როდესაც რუსების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომ, არც ბოდიშს მოვუხდი არავის და არც ამ ბიჭების ღირსებას შევალახინებ არავის, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

17 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ს რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ.

არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. დაიწყო სამხედრო აგრესია, ქართველების ეთნიკური წმენდა და ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ახლაც გრძელდება.